მართლმადიდებლობა და მდგრადი განვითარება

ეკონომიკის მდგრადი განვითარება მართლმადიდებლური სწავლების ასპექტით

სტატია „ეკონომიკის მდგრადი განვითარება მართლმადიდებლური სწავლების ასპექტით“ გამოქვეყნებულია: გაგნიძე ი., ეკონომიკის მდგრადი განვითარება მართლმადიდებლური სწავლების ასპექტით, VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის “ქრისტიანობა და ეკონომიკა”, მოხსენებათა კრებული, თსუ, თბილისი-ბათუმი, 2015, გვ. 31-35.


თანამედროვე მსოფლიოში ეკონომიკის განვითარებისადმი ერთ-ერთი მიდგომა, რომელიც წითელ ზოლად გასდევს ყველა სახეობის სტრატეგიასა თუ პოლიტიკას, ეკონომიკის მდგრადი განვითარებაა. მდგრადი განვითარებისათვის მოძრაობის თვისებრივად ახალი ეტაპი დაიწყო 1987 წელს გაერო-ს დაცვისა და განვითარების მსოფლიო კომისიის მოხსენების _ „ჩვენი საერთო მომავალი“ _ გამოქვეყნებით. ნაშრომმა მწვავედ დააყენა განვითარების პოლიტიკისა და პრაქტიკის გადასინჯვის საკითხი როგორც განვითარებად, ისე ინდუსტრიულ ქვეყნებში. მთავარი დასკვნა ისაა, რომ „გარემოსა“ და „განვითარების“ ჩვენი გაგება ინტეგრირებული უნდა იყოს, რათა დამკვიდრდეს „მდგრადი განვითარება“, რაც თავის მხრივ გულისხმობს „თანამედროვეთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას მომავალი თაობების მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობებთან კომპრომისის გათვალისწინებით“1.

ევროპაში XIX საუკუნის მეორე ნახევარში მიიღეს პირველი კანონი ველური ბუნების დასაცავად. საქართველოში ბუნების დაცვის აუცილებლობის იდეა უძველეს წარსულში ჩაისახა. მაგალითად, თამარ მეფის 1189 წლის სიგელში მოხსენიებულია „ტყის მცველნი“, ხოლო უფრო ადრეულ სიგელში (1078 წ) დასახელებულნი არიან „ტყის მცველთუხუცესნი“. მნიშვნელოვანია ისიც, რომ იოანე ბაგრატიონის სჯულდებაში (ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფოებრივი რეფორმების პროექტი, XVIII ს) ვკითხულობთ: „აგრეთვე იყოს სანადიროთა ტყეთა და მინდორთა უფროსი კაცი, სამეფო სანადიროები ამას ებაროს, უამისოდ ვერვინ ინადირებდეს იქი“. ამასთან, ფრინველთა და პირუტყვთა გამრავლების ჟამს აკრძალული იყო ნადირობა.2 1995 წლის კონსტიტუციის თანახმად, საქართველომ იკისრა ვალდებულება ხელი შეუწყოს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მდგრად გამოყენებას. საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ მიღებულ იქნა 1996 წელს.3

აღიარებული მეცნიერების მიერ მდგრადი განვითარების პრობლემისადმი განსაკუთრებული მიდგომა დასტურდება იმითაც, რომ მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის გლო­ბა­ლუ­რი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის მკვლე­ვა­რებ­მა 2011-2012 წლე­ბის ან­გა­რიშ­ში დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა მი­ა­ნი­ჭეს ეკო­ნო­მი­კის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბას გრძელ­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში, რის გა­მოც შე­ი­მუ­შა­ვეს მდგრა­დი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ინ­დექ­სი (ეკო­ნო­მი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ლო­გი­უ­რი კონ­ტექ­სტე­ბით). მდგრა­დი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბა (Sustainable Competitiveness) გა­ნი­საზ­ღვრე­ბა, რო­გორც ინ­სტი­ტუ­ტე­ბის, პო­ლი­ტი­კი­სა და ფაქ­ტო­რე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა, რაც გან­საზ­ღვრავს ქვეყ­ნის მწარ­მო­ებ­ლუ­რო­ბას იმ პი­რო­ბით, რომ მო­მა­ვალ­მა თა­ო­ბამ აგ­რეთ­ვე შეძ­ლოს თა­ვი­სი მოთ­ხოვ­ნი­ლე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. სხვა სიტ­ყვე­ბით რომ აღ­ვწე­როთ, ახა­ლი ინ­დექ­სი მო­ი­ცავს ისეთ ელე­მენ­ტებს, რომ­ლე­ბიც უფ­რო მყარ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს გრძელ­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი და გა­რე­მოს­დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2014-2015 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში საქართველოს 144 ქვეყანას შორის გლობალური კონკურენტუნარიანობის მიხედვით 69-ე ადგილი უკავია 4,22 ქულით, ხოლო სოციალური მდგრადობის მიხედვით აქვს 3,88 ქულა (რაც უარესი მაჩვენებელია), ხოლო გარემოსდაცვითი მდგრადობის მიხედვით აქვს 4,1 ქულა, საქართველოს მდგრადი განვითარება ზოგადად შეფასებულია 3,99 ქულით.4

თანამედროვე პირობებში აქტიური დისკუსია მიმდინარეობს სუსტი და ძლიერი მდგრა­დობის შესახებ. განიხილება ორი მოდელი5 (იხ. ნახაზი 1 „ა“ და „ბ“). ნახაზიდან 1 ჩანს, რომ სუსტი მდგრადობა (ნახ. 1 „ა“) გულისხმობს ეკონომიკის, სოციალურ-პოლიტიკური და ეკოლოგიის სფეროების თანაკვეთას, რომელიც საკმაოდ მცირე ფართობია. ძლიერი მდგრადობის პირობებში (ნახ. 1 „ბ“) კი, ეკონომიკის სფერო მოთავსებულია სოციალურ-პოლიტიკურში და ეს ორივე სფერო წარმოადგენს ეკოლოგიის სფეროს შემადგენელ კომპონენტებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ძლიერი მდგრადობა ცდება ერთი ქვეყნის საზღვრებს და თავისი წვლილი შეაქვს მსოფლიო პრობლემების გადაწყვეტაში.

1995 წლის სააღდგომო ეპისტოლეში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღნიშნა, „თუ სულიერობისა და ინტელექტუალური აზროვნების წარმომადგენლები ერთმანეთს არ დაუახლოვდებიან, მსოფლიო დადგება გაუთვალისწინებელი, საბედისწერო კატაკლიზმების წინაშე“6. და ვიცით, რომ მართლაც 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისი სწორედ ზემოგებაზე გამოდევნებული ინდივიდების საქმიანობის შედეგი იყო, რომ არაფერი ვთქვათ გარემოზე მიყენებული ზიანის შედეგად გამოწვეულ კატასტროფებზე.

ამ მოვლენებს მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია გამოეხმაურა. მაგალითად, ევროკავშირის საწარმოებისა და მრეწველობის გენერალურმა დირექტორატმა ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის იდეას მრავალი დოკუმენტით უპასუხა. როგორც ამ ორგანიზაციის ვებგვერდზეა აღნიშნული, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (კსპ) ეხება კომპანიებს აიღონ პასუხისმგებლობა თავისი საქმიანობის საზოგადოებაზე ზეგავლენისთვის. კსპ მნიშვნელოვანია საწარმოების კონკურანტუნარიანობისთვის. მას შეუძლია სარგებლის მოტანა რისკის მენეჯმენტის, დანახარჯების შემცირების, მომხმარებლებთან ურთიერთობების, ადამიანური რესურსების მენეჯმენტსა და ინოვაციურობის მიმართულებით7. დირექტორატმა და სხვა ორგანიზა­ცი­ებმა მიიღეს მრავალი დოკუმენტი, მათ შორისაა: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეგზურები, ბიზნესისა და ადამიანთა უფლებების პრინციპები, ISO 260008, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მეგზური მრავალეროვნული საწარმოებისთვის9 და სხვა.

ექმნილია უამრავი ქსელი, რომლებიც ცდილობენ მდგრადობის იდეები დაამკვიდ­რონ საზოგადოებაში, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სტრუქტურებში, მაგალითად, ლიზ მო, რომელიც არის იმ ასოციაციის ხელმძღვანელი, რომელიც აერთიანებს 60 ათასზე მეტ სტუდენტს და პროფესიულ ლიდერს, რომლებიც ნერგავენ პოზიტიურ სოციალურ და გარემო ცვლილებებს სამუშაო ადგილებსა და მსოფლიოში, წერს, რომ „მდგრადობა მნიშვ­ნელოვანია არა მხოლოდ ადამიანებისა და პლანეტისთვის, არამედ გადამწყვეტია ბიზნესის წარმატებისთვის“10.

აქტიურად განიხილება 1994 წელს ჯონ ელკინგტონის მიერ შემოთავაზებული 3 P (Profit, People, Planet) მოგება, ადამიანები, პლანეტა, მოდელი – რომლის მიზანია დროის გარკვეულ პერიოდში შეფასდეს კორპორაციის მიღწევები ფინანსური, სოციალური და გარე­მოს­დაცვითი მიმართულებით11.

თუ დავაკვირდებით, ხაზი: მოგება, ადამიანები, პლანეტა, აბსოლუტურად თავსებადია ძლიერი მდგრადობის მოდელთან (ეკონომიკა, სოციალური-პოლიტიკური გარემო, ეკო­ლოგია) და აღწერს ძლიერი მდგრადობისკენ მიმავალ გზას.

საქართველოს პატრიარქი ილია II აღნიშნავს: „ვფიქრობ, როგორც ეკლესიას, ისე სახელმწიფოს ერთი მიზანი აქვს: ხელი შეუწყოს ჩვენი ხალხების სულიერ და მატერიალურ კეთილდღეობას“12. „ქრისტიანობამ უშუალოდ ადამიანის გულს მიმართა და იგი ისეთ სულიერ და ზნეობრივ სიმაღლეზე აიყვანა, რომლის მსგავსი ძველ რელიგიებს და ფილოსოფიას ვერც კი წარმოედგინა“12. ამ მოსაზრებების გათვალისწინებით განვიხილოთ, როგორ უწყობს ხელს მართლმადიდებლური სწავლება და წმ. მამათა გამონათქვამები ქვეყნის ეკო­ნო­მიკის მდგრად განვითარებას.

პირველი კომპონენტი – მოგება (ეკონომიკის სფერო):

ეკონომიკაში განსაკუთრებით მაღალი მოგების მიღება ხშირად გადასახადის დაფარ­ვას, ტყუილს, მოპარვას, მშრომელებისათვის დაბალი ანაზღაურების გაცემას უკავშირდება. ასეთ ქცევას უფალი არავის უწონებს და გვასწავლის „მისცემდით უკუე ყოველთა თანანადებსა: სახარკოსა – ხარკი, საზუერესა – ზუერი, საშინელსა – ში­ში, პატივსა – პატივი“ (რომ. 13;7). მა­თეს სა­ხა­რე­ბის მიხედვით (10;10) იე­სო აგ­ზავ­ნის რა მო­წა­ფე­ებს ხალ­ხის გან­სა­კურ­ნებ­ლად, არი­გებს მათ, რომ არა­ფე­რი იქო­ნი­ონ თან, რად­გან შრო­მი­სათ­ვის „მშრო­მე­ლი თა­ვი­სი საზ­რდოს ღირ­სია“. ასე­ვე ლუ­კას სა­ხა­რე­ბა­შიც (10;7) აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ „მუ­შა ღირ­სია თა­ვი­სი საზ­ღა­უ­რი­სა“.

ფა­რი­სე­ველ­თა შეკით­ხვა­ზე უნ­და გა­და­უ­ხა­დონ თუ არა კე­ი­სარს ხარ­კი, მა­თეს (22;22), მარ­კო­ზის (12;17) და ლუ­კას სა­ხა­რე­ბიდან (20;25) ვიგებთ, რომ: „მი­ე­ცით კე­ი­სარს კე­ის­რი­სა და ღმერ­თი­სა ღმერთს“. ამით  გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­დის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს მაც­ხო­ვა­რი; იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემე­ლი მე­ბა­ჟე­ებსა და სამ­ხედ­რო­ებს არი­გებს, რომ „მათ­თვის და­წე­სე­ბულ­ზე მეტს ნუ აი­ღე­ბენ“. აქ­ვე უნ­და გა­ვიხ­სე­ნოთ უფ­ლის მე-8 და მე-9 მცნე­ბები – „არ იპა­რო“ და „არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა წამებითა ცრუითა“.

მეორე კომპონენტი – ხალხი (სოციალურ-პოლიტიკური გარემო):

წმიდა წერილი ადამიანებს შრომის აუცილებლობაზე მიუთითებს, „უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნუცა ჭამნ“ (II თეს.3;10). ხაზგასმულია თანამშრომლებთან და ქვეშევრდომებთან სამართლიანად მოქცევის შესახებაც: „სამართალსა და სწორსა მისცემდით მონათა მათ; უწყოდეთ, რამეთუ თქუენცა უფალივე გივის ცათა შინა“ (კოლ. 4;1).

გავიხსენოთ უფლის სიტყვები, რომლითაც ძველი აღთქმის 10 მცნება 2 მცნებამდე დაიყვანა და სჯულის აღსრულება უფლის სიყვარულითა და შემდგომ, მოყვასის სიყვარულით განმარტა (ე.ი. ზრუნვა ხალხზე): „ხოლო იესუ ჰრქუა მას: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვ­ლითა სუ­ლი­თა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა.

  • ესე არს დიდი და პირველი მცნებაი.
  • და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი.     
  • ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინასწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან“ (მთ. 22;37-40).

პავლე მოციქული კიდევ უფრო შორს მიდის და წერს: „ყო­ველი შჯული ერთითა სიტყუითა აღესრულების: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი“ (გალ. 5;14). და აქვე დავამატებთ კიდევ ერთ მოწოდებას: „ყოველი რომელი გინდეს თქუენ, რაითა გიყონ კაცთა, ეგრეთცა თქუენ ჰყვით მათა მიმართ“ (მთ.7;12).

მესამე კომპონენტი – პლანეტა (ეკოლოგია).

ერთი მხრივ, დედამიწა ყველა ჩვენთაგანის სახლია, ხოლო მეორე მხრივ, მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის მასშტაბები ძალიან გაზრდილია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეკონომიკური საქმიანობის შედეგები ერთი რომელიმე კონკრეტული ქვეყნის საზღვრებში ვერ ექცევა და ეკოლოგიური პრობლემების საერთაშორისო ძალისხმევით გადაჭრას მოითხოვს. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის ქარხნებიდან გამონაბოლქვი გოლფსტრიმის დინებას ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ მიაქვს და სკანდინავიის ქვეყნების ტყეებზე აფრქვევს და ანადგურებს მათ. ანალოგიურია მდინარეების დაბინძურება ერთი ქვეყნის მოსახლეობის მიერ და სხვა ქვეყნების მოსახლეობაზე დაბინძურებული წყლის მავნე ზემოქმედება. ამგვარი პრობლემების გადაჭრა ზემოაღწერილი ორი: ეკონომიკისა და სოციალურ-პოლიტიკური სფეროების პრობლემების (ანუ კომპონენტების: მოგება-ხალხი) რეალურად გათავისებითაა შესაძლებელი და მიღწევადი.

აღსანიშნავია ახალი აღთქმით ძველი აღთქმისეული მსხვერპლშეწირვის გაუქმებაც, რითაც შინაური ცხოველების უფლისათვის შეწირვაც აღარ არის აუცილებელი. აღნიშნულს შეიძლება დავამატოთ ისიც, რომ მარხვები მართლმადიდებელთათვის ემთხვევა სწორედ ცხოველთა გამრავლების პერიოდს, რაც მათი რაოდენობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.  წმიდა ნიკოლოზ სერბის მოსაზრებით: “ადამიანები, რომლებიც ბუნებას მონად აქცევენ, თვითონ ხდებიან მისი მტერნი და ჯალათნი. ბალკანეთზე ჯერ კიდევ შემორჩენილია ბუნების პატივისცემა და გულმოწყალება. ჯერ კიდევ არსებობს ჩვევა: თუ გლეხს ხის მოჭრა, ბალახის მოთიბვა ანდა, საქონლის დაკვლა სურს, იგი პირჯვარს იწერს და ამბობს: შემინდე ღმერთო!

ხალხები, რომლებიც ბუნებას სამკვდრო-სასიცოცხლო ომს უცხადებენ, საკუთარ თავზე უამრავ უბედურებას მოიწევდნენ და მოიწევენ; რამეთუ ის, ვინც ბუნებასთან მშვიდობიან ურთიერთობას დაარღვევს, უცილობლად არღვევს აგრეთვე კეთილ დამოკიდებულებას ღმერთთან”13. გავიხსენოთ საქართველოს პატრიარქის კურთხევა ხეების დარგვის შესახებ, რასაც იგი საკუთარი მაგალითით მუდმივად ახსენებს ერს. ასეთი სწავლებით მართლმადიდებლობა და ქართული მწერლობა დიდად უწყობს ხელს ადამიანის გარემოსადმი კეთილგონივრული ურთიერთობის ფორმირებას და მდგრადი განვითარების პრობლემების გადაწყვეტას14.

საქართველოს პატრიარქი ამბობს: „ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენს ეროვნულ ერთიანობაში, ერისა და ეკლესიის ერთიანობაშია სარწმუნოების, სასოებისა და სიყვარულის წყარო, და მხოლოდ ასეთ ერთიანობას შეუძლია უზრუნველყოს ჩვენი დიდი მომავალი“15. როდესაც ქვეყნის ეკლესიის საჭეთმპყრობელი ასე ფიქრობს, იმ ქვეყანაში, რომლის მცხოვ­რებ­თა 83,9% მართლმადიდებლობას აღიარებს16 (2002 წლის პირველი ეროვ­ნული საყოველთაო აღწერის მიხედვით), თითოეული მოქალაქის მიერ ზემოაღწერილი მიდგომის ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალურად გათავისება უდიდესი ეფექტის მქონე აღ­მოჩნ­დება, რაც, ქვეყნის ეკონომიკის ძლიერი მდგრადობის მიღწევის საწინდარი გახდება.


სქოლიო სტატიისთვის „ეკონომიკის მდგრადი განვითარება მართლმადიდებლური სწავლების ასპექტით“

1. http://european.ge/saqartvelos-mdgradi-ganvitarebis-koncefciistvis საქართველოს მდგრადი განვითარების კონცეფციისთვის
2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, თბ., 1881.
3. http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=46 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
4. www.weforum.org; GCR 2014-2015, p. 68.
5.http://www.unep.org/training/downloads/toolkit/4.0%20-%20Module%201.pdf Environment, Sustainable Development and the University in Africa, Modul I.p.33.
6. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური საკითხების შესახებ (1977-2004), შემდგენელ-გამომცემელი გ. შიხაშვილი, თბ., 2004, გვ. 134.
7. ec.europa.eu
8. http://www.iso.org/iso/home/standards/iso26000.htm
9. http://www.oecd.org/corporate/mne/
10. Liz Maw, Net Impact, http://www.businessnewsdaily.com/4679-corporate-social-responsibility.html
11. http://www.economist.com/node/14301663
12. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური საკითხების შესახებ (1977-2004), შემდგენელ-გამომცემელი გ. შიხაშვილი, თბ., 2004, გვ. 36.
13. ღვთიური სიბრძნის მართლმადიდებლური ენციკლოპედია, ეკლესიის მამათა გამონათქვამები, შემდგ., კალანდაძე გ., თბ., 2007, გვ. 80.
14. გამოქვეყნებულ სტატიაზე მცირეოდენი დამატება: ქართველი მეომრები უთანასწორო ბრძოლაში შესვლამდე, ზურგზე ვაზის კალამს იკიდებდნენ, რადგან სწამდათ, რომ თუ მათ თავიანთი თანამოძმეები ვერ დაასაფლავებდნენ მაშინ თვითონ გაენაყოფიერებინათ დედა სამშობლო, მტერი კი ვერ ხვდებოდა, რომ ზურგს უკან სიკვდილის ველს კი არა მშვენიერ ვენახს ტოვებდა, რომელიც 3 წლის მერე ქვრივ -ობლებს ნიშანს მისცემდა , „აქა ვართ არსად წავსულვართ და თქვენთან ვბრუნდებით, სისხლად და ხორცად , ღვინის სულად და მარადისობის უძლეველობადო“.
15. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური საკითხების შესახებ (1977-2004), შემდგენელ-გამომცემელი გ. შიხაშვილი, თბ., 2004, გვ. 39.
16. www.geostat.ge


სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს Sustainability.ge-ს შეხედულებებს.

ინეზა გაგნიძე

ინეზა გაგნიძე არის თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი. თსუ-ში ასწავლის მიკროეკონომიკასა და კეთილდღეობის ეკონომიკას. ის არის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო საბჭოს და სამეცნიერო საზოგადოების წევრი (BSLab), მრავალი სახელმძღვანელოსა და ნაშრომის (თანა)ავტორი (მათ შორის იმპაქტფაქტორიან ჟურნალში).

დატოვეთ კომენტარი

Close Bitnami banner
Bitnami