ბექა ბაიაშვილი

ბექა ბაიაშვილი

ტექნიკური მენეჯერი

ბექა ბაიაშვილი — პლატფორმა sustainability.ge-ის ერთ-ერთი წევრი, ტექნიკური მენეჯერი და სტატიების ავტორი.

დაამთავრა თელავის რაიონის, სოფელ ლაფანყურის საჯარო სკოლა. ამჟამად სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. ის არის ვიკიმედია საქართველოს საერთო ფორუმის წევრი, 2014 წლიდან ქართული ვიკიპედიის რედაქტორი, 2018 წლიდან კი მისი შემმოწმებელია. 2017 – 2018 წლებში იყო სოფელ ლაფანყურის წარმომადგენელი თელავის ახალგაზრდულ საბჭოში. ბექა საერთაშორისო ორგანიზაციის, „oikos“-ის აქტიური წევრია 2019 წლის გაზაფხულიდან. ამავე წელს წარმატებით გაიარა Google-ის ციფრული მარკეტინგის საფუძვლების ონლაინ კურსი, „Digital Garage“. 2020 წელს გახდა oikos Tbilisi-ის ვიცე-პრეზიდენტი. სხვადასხვა წლებში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სამეცნიერო კონფერენციაში და არაერთ კონკურსში. 2013 წლიდან აქტიურად წერს ლექსებს.


Close Bitnami banner
Bitnami