მდგრადი ტრანსპორტი
ფოტოს წყარო: https://www.theplanner.co.uk/opinion/%E2%80%98sustainable-transport%E2%80%99-it-isn%E2%80%99t-electric-vehicles

მდგრადი ტრანსპორტი: არიდება – გადასვლა – გაუმჯობესება

მდგრადი ტრანსპორტი: არიდება – გადასვლა – გაუმჯობესება

დღეს, მუდმივად მზარდი მობილობის ფონზე, ქალაქები უფრო და უფრო აწყდებიან სხვადასხვა გამოწვევას. ფაქტია, რომ დამატებითი საგზაო სივრცით უზრუნველყოფა არათუ გამოსავალია, არამედ კიდევ უფრო ამწვავებს საცობებს, აუარესებს ჰაერის ხარისხს და ზრდის სათბურის აირების ემისიებს. ქალაქში გადაადგილება კვლავ შორს რჩება ადამიანზე ორიენტირებისგან.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ), რომელიც აქტიურია საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში, მდგრადი განვითარების და საერთაშორისო განათლების მიმართულებით, აქტიურად დაიწყო ე.წ. A-S-I (Avoid-Shift-Improve) მიდგომის ხელშეწყობა. ამ მიდგომის მიზანია მობილობის ალტერნატიული გადაწყვეტილებების პოპულარიზაცია და ეკოლოგიურად სუფთა, სოციალურად და ეკონომიკურად მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარების ხელშეწყობა. გარდა საბოლოო მიზნისა, შექმნას უფრო მოსახერხებელი ქალაქები, მიდგომა ცდილობს შეამციროს როგორც სათბურის აირების ემისიები, ისე ენერგიის მოხმარების დონე და საცობი. 

A-S-I მიდგომა თავდაპირველად შემუშავდა 1990-იანი წლების დასაწყისში გერმანიაში და პირველად ოფიციალურად აღინიშნა 1994 წელს გერმანიის პარლამენტის კომისიის მოხსენებაში. ის მალევე იქნა აღიარებული მდგრადი მობილობის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. 

A-S-I მიდგომა მოიცავს სამ ძირითად ნაწილს:

  • თავიდან აცილება/შემცირება
  • შეცვლა/შენარჩუნება
  • გაუმჯობესება

მიდგომა იერარქიულია, რაც გულისხმობს იმას, რომ თავდაპირველად „თავიდან აცილების“ ღონისძიებები უნდა განხორციელდეს, რასაც მოჰყვება „შეცვლა“ და ბოლოს „გაუმჯობესება“. 

უპირველეს ყოვლისა, ”თავიდან აცილება” გულისხმობს სატრანსპორტო სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესების აუცილებლობას. მიწათსარგებლობის ინტეგრირებული დაგეგმვისა და ტრანსპორტის მოთხოვნის მართვის საშუალებით, შეიძლება შემცირდეს მგზავრობის საჭიროება და ხანგრძლივობა. 

მეორე მხრივ, “ცვლის” ინსტრუმენტები მგზავრობის ეფექტურობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. აუცილებელია, ენერგიის ყველაზე დიდი მოხმარებელი ურბანული ტრანსპორტი – პირადი ავტომობილი, შეიცვალოს ეკოლოგიურად უფრო სუფთა სატრანსპორტო საშუალებებით:

  • უძრავო (non-motorised) ტრანსპორტი/ აქტიური: ველოსიპედითა და ფეხით სიარული. აღნიშნული წარმოადგენს ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ალტერნატივას. 
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტი: მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გამოყოფს გამონაბოლქვს, ენერგიის ნაკლები სპეციფიკური მოხმარება კმ-ზე და დატვირთვის მაღალი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ ავტომობილთან შედარებით, გამონაბოლქვის მაჩვენებელი უფრო მცირეა. 

რაც შეეხება „გაუმჯობესების“ კომპონენტს, ის ფოკუსირებულია ავტომობილებისა და საწვავის ეფექტურობაზე, ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციასა და ინოვაციებზე. იგი მიზნად ისახავს სატრანსპორტო რეჟიმებისა და მასთან დაკავშირებული სატრანსპორტო საშუალებების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას. Ამას გარდა, აქტიურად ლობირებს ელექტრო ავტომობილების გამოყენებას.

მდგრადი ტრანსპორტი
წყარო: https://www.sutp.org/publications/sustainable-urban-transport-avoid-shift-improve-a-s-i-inua-9/

Ზემოთ აღნიშნული სამი განზომილების გაუმჯობესების სარგებელი – ტრანსპორტის მოთხოვნა, გადაადგილების საშუალების არჩევანი და ტექნოლოგია – შესაძლოა არსებითი იყოს. აი-ეს-აი მიდგომას ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ ხელი შეუწყოს ემისიების შემცირებას, მოლოდინზე მეტადაც კი. ამასთანავე, მის ფარგლებში შესაძლოა მნიშვნელოვნად გაჯანსაღდეს საზოგადოებრივი სივრცეები და ურბანული ჰაერი.

მაგალითი:  საყიდლებზე სიარული

ადამიანი, რომელსაც სურს იყიდოს გარკვეული სახეობის პროდუქტი, მიდგომის ფარგლებში, შემდეგ გადაწყვეტილებებს მიიღებს:

მდგრადი ტრანსპორტი
წყარო: https://ledsgp.org/resource/avoid-shift-improve-a-s-i-factsheet/?loclang=en_gb

გამოყენებული წყაროები:


სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


იხილეთ აგრეთვე:

მარიამ ბუთიაშვილი

მარიამ ბუთიაშვილი

პლატფორმა sustainability.ge-ის გუნდის წევრი. მარიამმა 2018 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების საბაკალავრო პროგრამა. მისი ინტერესის ძირითადი სფეროა მდგრადი ურბანული განვითარება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami