მდგრადი განვითარების მიზანი 3

მდგრადი განვითარების მიზანი 3: ჯანმრთელობა და კეთილდღეობა

მდგრადი განვითარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ყველა ასაკის ადამიანისათვის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა წინგადადგმული სიცოცხლის გახანგრძლივებისა და დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირების თვალსაზრისით. თუმცა, იმ მიზნის მისაღწევად, რომ 2030 წლისთვის ყოველ 100 000 ცოცხლადშობილ ბავშვზე დედათა სიკვდილიანობა შემცირებული იქნეს 70-ზე ნაკლებ მაჩვენებლამდე, საჭიროებს  მეანების პროფესიული უნარების გაუმჯობესებას.

2030 წლისთვის არაინფექციური დაავადებებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის მაჩვენებლის 1/3-ით შესამცირებლად საჭიროა უფრო ეფექტიანი ტექნოლოგიების შემუშავება სუფთა საწვავის მოსაპოვებლად და თამბაქოს მოხმარების შემთხვევაში არსებული რისკების შესახებ საზოგადოების მეტად ინფორმირება.

სხვა ბევრი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რათა სრულად აღმოიფხვრას დაავადებების უამრავი სახეობა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ბევრი გადაუდებელი საკითხი.  ჯანდაცვის სისტემების ეფექტიანი დაფინანსებით, სანიტარული მდგომარეობისა და ჰიგიენის გაუმჯობესებით, მედ-პერსონალის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდითა და გარემოს დაბინძურების შემცირებით, შესაძლებელია, მილიონობით სიცოცხლის გადასარჩენა.

ქვემიზნები მიზნისთვის „ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“:
  • 2030 წლისათვის დედათა სიკვდილიანობის გლობალური მაჩვენებლის შემცირება 70 შემთხვევაზე ნაკლებ მაჩვენებლამდე 100,000 ცოცხალშობილ ბავშვზე
  • 2030 წლისათვის ახალშობილთა და 5 წლამდე ბავშვთა პრევენცირებადი სიკვდილიანობის აღმოფხვრა; ყველა ქვეყანამ მიზნად უნდა დაისახოს ნეონატალური სიკვდილიანობის შემცირება სულ მცირე 12-მდე 1,000 ცოცხალშობილ ბავშვზე და 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება სულ მცირე 25-მდე 1,000 ცოცხალშობილ ბავშვზე
  • 2030 წლისათვის შიდსის ეპიდემიის, ტუბერკულოზის, მალარიისა და აღმოცენებადი ტროპიკული დაავადებების აღმოფხვრა და ჰეპატიტთან, წყლით გადამდებ და სხვა ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლა
  • 2030 წლისთვის არაინფექციური დაავადებების შედეგად ნაადრევი სიკვდილიანობის ერთი მესამედით შემცირება პრევენციისა და მკურნალობის მეშვეობით და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა
  • აკრძალული ნივთიერებების მოხმარების, მათ შორის ნარკოტიკული ნივთიერებებისა და ალკოჰოლის დამღუპველი მოხმარების პრევენციისა და მკურნალობის გაძლიერება
  • 2020 წლისთვის მსოფლიო მასშტაბით ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობისა და დაზიანებების რაოდენობის განახევრება
  • 2030 წლისთვის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების, მათ შორის ოჯახის დაგეგმვის, ინფორმაციისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ინტეგრირება ეროვნულ სტრატეგიებსა და პროგრამებში
  • ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის მიღწევა, მათ შორის ფინანსური რისკებისგან დაცვა, ჯანდაცვის ხარისხიანი ძირითადი სერვისების მისაწვდომობა, ასევე უსაფრთხო, ეფექტიანი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ძირითადი მედიკამენტებისა და ვაქცინების მისაწვდომობა
  • 2030 წლისთვის სახიფათო ქიმიური ნივთიერებებისა და ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების შედეგად სიკვდილისა და ავადმყოფობის შემთხვევათა რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება
  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის განხორციელების გაძლიერება ყველა ქვეყანაში, საჭიროების შესაბამისად    
  • იმ ინფექციური და არაინფექციური დაავადებებისთვის ვაქცინების და მედიკამენტების კვლევისა და განვითარების მხარდაჭერა, რომლებიც ძირითადად განვითარებად ქვეყნებს უქმნის საფრთხეს, აუცილებელი მედიკამენტების და ვაქცინების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, TRIPS შეთანხმების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ დოჰას დეკლარაციის შესაბამისად; აღნიშნული დეკლარაცია ადასტურებს განვითარებადი ქვეყნების უფლებას, სრულად გამოიყენონ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით ვაჭრობასთან დაკავშირებული შეთანხმების დებულებები, რომლებიც ეხება    საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მოქნილ სისტემას, განსაკუთრებით კი ყველა ადამიანისთვის მედიკამენტების მისაწვდომობის უზრუნველყოფას
  • განვითარებად ქვეყნებში, განსაკუთრებით ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებსა და მცირე კუნძულოვან განვითარებად ქვეყნებში ჯანდაცვის დაფინანსების მნიშვნელოვნად გაზრდა და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პერსონალის დაქირავების, განვითარების, ტრენინგისა და შენარჩუნების გაუმჯობესება
  • ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ეროვნული და გლობალური რისკების ადრეული გაფრთხილების, რისკების შემცირების და მათი მართვის შესაძლებლობების გაძლიერება

იხილეთ ყველა მდგრადი განვითარების მიზანი ჩვენს ვებ-გვერდზე.

წყარო: https://www.un.org/sustainabledevelopment/health/

თამარ მაზმიშვილი

თამარი არის იურისტი 5+ წლიანი გამოცდილებით საერთაშორისო კომპანიებსა და ორგანიზაციებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *