წყალდიდობა

« ლექსიკონში დაბრუნება

ინგლ.: Flood

ტერიტორიის მნიშვნელოვანი დატბორვა მდინარეში, ტბასა და ზღვაში წყლის დონის აწევის შედეგად, რაც გამოწვეულია წყლის უხვი მოდინებით, თოვლის დნობით, თავსხმა წვიმებით ან ქარის მიერ წყლის მოდინებით, მდინარის ჩახერგვით და სხვა მოვლენებით. ხმელეთი შეიძლება დაიტბოტროს მდინარეებით ან ზღვით, ამიტომ გამოყოფენ სამდინარე და საზღვაო წყალდიდობებს. 

წყალდიდობას ახასიათებს განვითარების შედარებით ნელი ტემპი და გამოწვეულია ხანგრძლივი წვიმებით ან თოვლის სწრაფი დნობით. ამ ტიპის წყალდიდობები ხდება მაშინ, როდესაც მდინარის კალაპოტის ტევადობა ნაკლებია წყლის ჩამონადენზე. 

წყალმოვარდნა საქართველოში თავსხმა წვიმების, თოვლის და/ან მყინვარების ინტენსიური დნობით წარმოქმნილი ერთიანი ჩამონადენის უეცარი ზრდის შედეგია, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას, აგრეთვე, კაშხლის გარღვევით, მეწყრის ჩამოშლის შედეგად ხეობის ჩაკეტვის დროს და სხვა.

წყარო: კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება; გზამკვლევი სკოლებისთვის; თბილისი 2020

https://www.ge.undp.org

« ლექსიკონში დაბრუნება

გვანცა ლომიძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი.