სახელმწიფო ნაკრძალი

« ლექსიკონში დაბრუნება

ინგლ.: State reserve

დაცული ტერიტორიის კატეგორია, რომელიც შეიძლება დაარსდეს ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების დინამიურ და ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და მათზე უმნიშვნელოდ მოქმედი  მეცნიერული კვლევა-ძიების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და გარემოს მონიტორინგის მიზნით.

სახელმწიფო ნაკრძალისათვის უნდა შეირჩეს ისეთი სიდიდის და მდგომარეობის სახელმწიფო ტერიტორია და (ან) აკვატორია, რომელიც უზრუნველყოფს ბუნების ობიექტებისა და პროცესების შენარჩუნებას ადამიანისაგან სპეციალური მოვლისა და აღდგენის გარეშე.

სახელმწიფო ნაკრძალი მიეკუთვნება I კატეგორიის დაცული ტერიტორიას – მკაცრი ბუნებრივი რეზერვატი (Strict Nature Reserve/Wilderness Area). საქართველოში არის 14 სახელმწიფო ნაკრძალი, რომელთა საერთო ფართობი შეადგენს 139,048 ათას ჰექტარს. პირველი ნაკრძალი დაარსდა 1912 წელს ლაგოდეხის რაიონში. ასეთი კატეგორიის დაცულ ტერიტორიაზე შესვლა ნებადართულია მხოლოდ საგანმანათლებლო და არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევების ჩატარების მიზნით.

წყარო: საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

https://matsne.gov.ge

« ლექსიკონში დაბრუნება

გვანცა ლომიძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი.