ცოცხალი ნაძვის ხე

რატომ ირჩევენ ადამიანები ნაძვის ხეების ქირაობას?

თუ თქვენ გსურთ ცოცხალი ნაძვის ხის ქონა, მაგრამ არ გინდათ უარყოფითად იმოქმედოთ გარემოზე, ეს სტატია თქვენთვისაა.

რატომ ქირაობენ ადამიანები ნაძვის ხეს?

  • სადღესასწაულო პერიოდში ნაძვის ხეებს ქირაობენ ადამიანები, რათა მილიონობით ნაძვის ხე ნაგავსაყრელს გადაურჩეს. შესაბამისად, აღნიშნული სერვისი ხასიათდება ხის ნულოვანი ნარჩენით.
  • დღესასწაულებს შორის პერიოდში ნაძვები წარმოადგენენ ჰაბიტატს ბევრი სახეობისთვის.
  • დღესასწაულებს შორის ნაძვის ხეები ატმოსფეროდან შთანთქავენ ნახშირორჟანგს.
  • ვინაიდან, ხეებს ზრდიან ქოთნებში, სასუქიც ნაკლები სჭირდებათ.
  • აღნიშნული სერვისი მხარს უჭერს ადგილობრივ ბიზნესს.
  • ხეების ქოთნებში გაჩერება შესაძლებელია დაახლოებით 7 წლის განმავლობაში, სანამ მათი სიმაღლე 2 მეტრს არ მიაღწევს.
  • ხეების სახლში წაღება და დაბრუნება შესაძლებელია ქოთნებით.
  • გაეროს მდგრადი განვითარების მე-12 მიზანი – მდგრადი მოხმარება და წარმოება ხაზს უსვამს ხეების მდგრადად გამოყენების აუცილებლობასა და საჭიროებას.
  • მდგრადი მოხმარება და წარმოება არის ყველასთვის უკეთესი ცხოვრების ხელშეწყობის წინაპირობა.

მდგრადი განვითარების მიზანი 12 მიზნად ისახავს „მეტის და უკეთესად კეთებას ნაკლებით“.

მისი განხორციელება ხელს უწყობს განვითარების საერთო გეგმების მიღწევას, სამომავლო ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური ხარჯების შემცირებას, ეკონომიკური კონკურენციის გაძლიერებას და სიღარიბის შემცირებას.

„American Christmas tree association-ის“ განცხადებით, ამერიკაში 95 მილიონი ოჯახი ყიდულობს ნაძვს. აქედან 10-დან 8 ოჯახი იყენებს ხელოვნურ ნაძვის ხეს, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 17 მილიონი  ოჯახია, რომლებიც ცოცხალ ნაძვის ხის ქონას  ამჯობინებს ხელოვნურს, მათი რიცხვი კი ყოველწლიურად იზრდება.

აღნიშნულია, რომ ხელოვნურ ნაძვის ხეს ნახშირბადის ნაკვალევი აქვს ორჯერ მეტი, ვიდრე ნამდვილ ხეს. ასე რომ, თუ სახლში ხელოვნური ნაძვის ხე გაქვთ, მისი ხელახლა გამოყენება მინიმუმ 10 საშობაო პერიოდისათვის (10 წელი) დაგჭირდებათ, რათა მისი გარემოზე ზემოქმედება შედარებით დაბალი იყოს. დაახლოებით 2-მეტრიანი ხელოვნური ხის ნახშირბადის ნაკვალევი შეადგენს 40კგ CO2-ს, რაც ორჯერ მეტია ნაგავსაყრელზე მოხვედრილი ნამდვილი ნაძვის ხის, ხოლო 10-ჯერ მეტი – დამწვარი ნაძვის ხის ნახშირბადის ნაკვალევზე.

როდესაც ხეს სადღესასწაული დეკორაციისათვის ვჭრით, ჩვენ რამდენიმე-დღიან პერიოდს ვუპირისპირებთ მომავალი ათწლეულებსა და ასწლეულებს, მოსართავ ნივთს კი – სუფთა ჰაერსა და სხვა უამრავ ეკოსისტემურ სერვისს, რაც უნდა მივიღოთ ცოცხალი მცენარეებისგან ახლაც და მომავალშიც.

„ინტერნეტ მაღაზია Christmas on the hill, რომელიც სპეციალიზებულია მდგრადად ხეებისა და გვირგვინების გაყიდვაში, გვთავაზობს ხელახლა გამოსაყენებელ დასაქირავებელ ხეებს, რომლებიც გლოსტერშირის ფერმაშია, იზრდება და ცოცხლობს ქოთნებში“ – თქვა მაღაზიის მფლობელმა clare slate-მა.

მოსახლეობა ქოთნებით ქირაობს მათ, რომელთა სახლში დატოვება შესაძლებელია სამკვირა-ნახევარი, შემდეგ კი ნაძვის ხეები ბრუნდება ფერმაში, რის შემდეგაც .ნაძვის ხეები გადააქვთ მიწაში, რათა ბუნებრივ გარემოსთან ახლოს იყვნენ.

მდგრადი განვითარების მე-12 მიზნის მიხედვით, ცხოვრების დონის ზრდას შეიძლება მივაღწიოთ სიცოცხლის მთელი ციკლის განმავლობაში რესურსების გამოყენების, დეგრადაციისა და დაბინძურების შემცირების ფონზე. სტატიაში აღწერილი ნაძვის ხეების მდგრადად გამოყენების მაგალითი მხოლოდ ნაწილია მდგრადი მოხმარებისა და წარმოების, ამიტომ აუცილებელია სხვა მრავალი მსგავსი პროექტის განხორციელება ჩვენი მდგრადი მომავლისათვის.

გამოყენებული წყაროები:


სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


იხილეთ აგრეთვე: 7 ინოვაციური პროექტი, რომლებიც ქალაქებს უფრო მდგრადს ხდის.

ხატია კოვალენკო

ხატია კოვალენკო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი. დაამთავრა ბორჯომის მე-3 საჯარო სკოლა. ხატია არის საერთაშორისო ორგანიზაცია oikos-ის ადგილობრივი წარმომადგენლობის, oikos Tbilisi-ის წევრი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *