ეკო-მეგობრული შეფუთვა
წყარო: https://i0.wp.com/theecobahn.com/wp-content/uploads/2019/09/Sustainable-Packaging-Insights-Ecobahn.jpg

ეკო-მეგობრული შეფუთვა

ეკო-მეგობრული შეფუთვა უკვე აუცილებლობაა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს გარემოს ძალიან სჭირდება დახმარება, არამედ გაყიდვების თვალსაზრისითაც – მომხმარებლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მას.

ერთ-ერთი გზა, რითაც კომპანიებს შეუძლიათ საკუთარი ნახშირბადის ნაკვალევის და გარემოზე ზემოქმედების გავლენის შემცირება, საკუთარი პროდუქტის შეფუთვაა. 

ქვემოთ მოცემულია ეკო-მეგობრული შეფუთვის სხვადასხვა ვარიანტი, თუმცა მათ განხილვამდე საინტერესოა რა იყო პლასტმასის გამოყენების წინაპირობა?

ბოლო საუკუნის მანძილზე შესაფუთმა მასალამ გადამწყვეტი როლი შეასრულა წარმოებაში. ის არის დასამზადებლად იაფი, მუსბუქი და მოქნილი. 

მაგრამ, დროთა განმავლობაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს და შეისწავლეს პლასტმასის თვისებები. ის არ არის ბიოდეგრადირებადი და მისი ყველა ტიპი არ ეექვემდებარება გადამუშავებას, ამიტომაც პლასტმასის უმეტესი ნაწილი საბოლოოდ ნაგავსაყრელებსა და ოკეანეებში იყრის თავს.

მეცნიერთა გამოთვლებით დაახლოებით 8 მილიონი ტონა პლასტმასი ხვდება ოკეანეში ყოველწიურად. დღესდღეობით, პლასტმასი არის ყველგან – მიწაზე, მდინარეებში, ოკეანეებში, ცოცხალი ორგანიზმებშიც კი. 

მსოფლიოში წარმოებული პლასტმასის 40% გამოიყენება შეფუთვისთვის. ბიზნესმა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს ეს მაჩვენებელი საკუთარი პროდუქტის შეფუთვის ცვლილებით. ამასთან, ეკო-მეგობრული შეფუთვის ალტერნატივები შესაძლოა იყოს უფრო ხელმისაწვდომი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბიზნესს საკუთარი მომგებიანობის ზრდაში. 

ეკო-მეგობრული შეფუთვა პლასტმასის ჩასანაცვლებლად

ბოლო წლების მანძილზე გაჩნდა ეკოლოგიური შეფუთვის მრავალი ვარიანტი. გლობალური გარემოსდაცვითი კამპანიების წყალობით კომპანიებისთვის ახალი ბიოდეგრადირებადი შეფუთვის პოვნა მარტივი და ხელმისაწვდომი გახდა.

მუყაო

მუყაო, ალბათ, ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვის საუკეთესო ვარიანტია ბაზარზე. ის არის ბიოდეგრადირებადი და ბევრად უფრო სწრაფად იშლება ვიდრე პლასტმასი, ასევე, მარტივია მისი გადამუშავება. 

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მუყაო ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივად მიიჩნევა, არის ის, რომ  შესაძლებელია მისი მდგრადი მოპოვება, ის  მზადდება განახლებადი მერქნისგან. 

გარდა იმისა, რომ მუყაო მდგრადია, ის არის წარმოუდგენლად პრაქტიკული. მისი გამოყენება შესაძლებელია თითქმის ყველა ინდუსტრიაში (ჩანთების, ყუთების, კონტეინერების, დამცავი შესაფუთი მასალის და სხვათა შესაქმნელად).

ბიოპლასტმასი

ეკო-მეგობრული შეფუთვა

ზოგჯერ პროდუქციის შესაფუთად მუყაოს გამოყენება არახელსაყრელია. მაგალითად, კვებისა და სასმელების ინდუსტრიაში პლასტმასის შეფუთვა ზრდის პროდუქციის მოქმედების ვადას. 

მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად იწერება პლასტმასის მავნებლური თვისებების შესახებ, ყველა მათგანი არ არის ერთნაირი. ეკოლოგიურად სუფთა პლასტმასი ცნობილია, როგორც ბიოპლასტმასი, რომელიც შექმნილია განახლებადი ბიომასის გამოყენებით, როგორიცაა: მცენარეული ცხიმები, ზეთები, სიმინდის სახამებელი. პლასტმასების უმეტესეობისგან განსხვავებით, ბიოპლასტმასი 100%-ით ბიოდეგრადირებადია. მათი საშუალებით შესაძლებელია შესაფუთი საშუალებების დამზადება.

მდგრადი ბიზნესის უპირატესობები

ბიზნესს შეუძლია შეფუთვის საშუალებით შეამციროს ნეგატიური ეფექტი გარემოზე, თუმცა, გარდა ამისა, ეკოლოგიური პასუხისმგებლობის საშუალებით მას აქვს სხვადასხვა უპირატესობა, კერძოდ:

ბრენდის იმიჯის ზრდა

ბრენდები, რომლებიც თავიანთი კორპორატიულ პასუხისმგებლობას  მდგრადობზე აფუძნებენ, უფრო მიმზიდველნი ხდებიან ეკო მომხმარებლებისთვის. დღესდღეობით უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ითვალისიწინებს გარემოზე ზემოქმედებას ყიდვის დროს, ამიტომ როდესაც ისინი წააწყდებიან ბრენდს მდგრადი ღირებულბებით, სავარაუდოა, რომ ისინი მყარ და ხანგრძლივ ურთიერთობას დაამყარებენ ასეთ ბიზნესთან.

კონკურენტული უპირატესობის მოპოვება

ეკოლოგიური შეფუთვის შეთავაზება ზრდის ბრენდის უპირატესობას იმ კონკურენტების მიმართ, რომლებსაც ჯერ არ შეუცლიათ თავიანთი პროდუქციის შეფუთვა ეკოლოგირად სუფთა მასალით. ბუნებრივია, მომხმარებლები რომლებსაც სურთ თავიანთი ნახშირბადის ნაკვალევის შემცირება, უპირატესობას ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვის მქონდე პროდუქციას მიანიჭებენ.

მზადყოფნა მომავალი კანონმდებლობის მიმართ

უკვე ამოქმედდა გარემოსდაცვითი კანონები და რეგულაცაიები. სავარაუდოდ, მომავალში უფრო მეტ რეგულაციებს ვიხილავთ, რომლებიც უზრუნველყოფს გარემოს დაცვას და ხელს შეუწყობს უკვე მიყენებული ზიანის კომპენსირებას. ამიტომ, დღეს ბიზნესი ეკოშეფუთვის დანერგვით მზად იქნება სამომავლო რეგულაციებისთვის.


წყარო: https://businesspartnermagazine.com/packaging-how-businesses-go-green/


სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


იხილეთ აგრეთვე: ეკო-მეგობრული სავარჯიშო დარბაზი.

ნინო კვარაცხელია

ნინო კვარაცხელია

ნინომ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის მიმართულების საბაკალავრო პროგრამა. 2018-2019 წლებში წარმატებით გაიარა oikos-ის 9 თვიანი ლიდერთა განვითარების პროგრამა, LEAP advanced. 2018 წლიდან დასაქმებულია BDO Georgia-ში, აუდიტისა და მარწმუნებელი მომსაურების დეპარტამენტში, აუდიტორად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami