მდგრადი განვითარების მიზანი 9

მდგრადი განვითარების მიზანი 9: მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა

იხილეთ მიზანი „მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა.“


ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში – ტრანსპორტს, ირიგაციას, ენერგიას, ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მდგრადი განვთარებისა და ძლიერი საზოგადოების შექმნისათვის. უკვე დიდი ხანია აღიარებულია, რომ შემოსავლების ზრდა, ჯანმრთელობაზე ზრუნვა და საგანმანათლებლო მიღწევების გაუმჯობესება საჭიროებს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებს.

წარმოება არის ეკონომიკური განვითარების და სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა. ამჟამად ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე წარმოების დამატებითი ღირებულება შეადგენს მხოლოდ 100 აშშ დოლარს, მაშინ, როდესაც ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში ეს მაჩვენებელი 4500 აშშ დოლარია. კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორია წარმოების პროცესში ნახშირორჟანგის დიდი ოდენობით გამოყოფა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში შემცირებული იქნა ნახშირორჟანგის გამოყოფის მაჩვენებელი, თუმცა არა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ტექნოლოგიური პროგრესი მთავარი საფუძველია გარემოსდაცვითი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც გულისხმობს ენერგოეფექტურობის გაზრდას. ტექნოლოგიების და ინოვაციების გარეშე არ მოხდება ინდუსტრიალიზაცია, ხოლო ინდუსტრიალიზაციის გარეშე არ მოხდება განვითარება. ტექნოლოგიური პროგრესი არის წინსვლის საფუძველი. საჭიროა ინვესტიციების გაზრდა მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებში, რომლებიც გამოყენებული იქნებიან პროდუქციის წარმოებაში და ფოკუსირებული იქნებიან მობილურ ფიჭურ სერვისებზე, რაც გაზრდის ადამიანებს შორის კავშირს. 

ქვემიზნები მიზნისთვის „მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა“:

  • მაღალი ხარისხის, საიმედო, მდგრადი და სტაბილური და ყველასათვის ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურის, მათ შორის რეგიონული და ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარება, რომ ხელი შეეწყოს ეკონომიკურ განვითარებასა და ადამიანთა კეთილდღეობას
  • ინკლუზიური და მდგრადი ინდუსტრიალიზაციის ხელშეწყობა და 2030 წლისთვის დასაქმებასა და მთლიან შიდა პროდუქტში მრეწველობის წილის მნიშვნელოვანი ზრდა ეროვნული გარემოებების გათვალისწინებით და მისი წილის გაორმაგება ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში
  • მცირე ზომის ინდუსტრიულ და სხვა მეწარმეობისათვის, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ფინანსურ მომსახურებებზე, მათ შორის ხელმისაწვდომ კრედიტზე, წვდომის გაზრდა, და მათი ინტეგრირება საწარმოო ჯაჭვებსა და ბაზრებში
  • 2030 წლისთვის ინფრასტრუქტურისა და რეტროფიტების ინდუსტრიების განახლება მათი მდგრადობისა და ეფექტურობის გაუმჯობესების, ასევე სუფთა და ეკოლოგიურად ჯანსაღი ტექნოლოგიების და სამრეწველო პროცესების დამკვიდრების მიზნით; აღნიშნულ პროცესში უნდა ჩაერთოს ყველა ქვეყანა მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით
  • სამეცნიერო კვლევების გაძლიერება, სამრეწველო სექტორის ტექნოლოგიური შესაძლებლობების განახლება ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის 2030 წლისთვის ინოვაციების წახალისება და ყოველ 1 მილიონ ადამიანზე კვლევებისა და განვითარების სფეროში დასაქმებულთა რაოდენობის, აგრეთვე საჯარო და კერძო კვლევებისა და განვითარების დანახარჯების მნიშვნელოვნად გაზრდა
  • განვითარებად ქვეყნებში მდგრადი და სტაბილური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა ფინანსური, ტექნოლოგიური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით
  • ადგილობრივი ტექნოლოგიების განვითარების, კვლევისა და ინოვაციების ხელშეწყობა განვითარებად ქვეყნებში, ხელშემწყობი პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფის ჩათვლით, მათ შორის სამრეწველო დივერსიფიცირების და ფართო მოხმარების საქონლისთვის ღირებულების დამატების მეშვეობით
  • საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე წვდომის მნიშვნელოვნად გაზრდა და 2020 წლისთვის ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ინტერნეტზე საყოველთაო და ხელმისაწვდომი წვდომისათვის ზომების მიღება

იმისათვის, რომ იხილოთ ყველა მდგრადი განვითარების მიზანი, ეწვიეთ ამ ბმულს.


წყარო: https://www.un.org/sustainabledevelopment/infrastructure-industrialization/

თამარ მაზმიშვილი

თამარი არის იურისტი 5+ წლიანი გამოცდილებით საერთაშორისო კომპანიებსა და ორგანიზაციებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *