მდგრადი განვითარების მიზანი 12

მდგრადი განვითარების მიზანი 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება

იხილეთ მზიანი: „მდგრადი მოხმარება და წარმოება“.


მდგრადი მოხმარება და წარმოება არის რესურსებისათვის და ენერგოეფექტურობისათვის, მდგრადი ინფრასტრუქტურისათვის, ძირითად სერვისებზე ხელმისაწვდომობისათვის, ღირსეული სამუშაო ადგილებისათვის და უბრალოდ, ყველასთვის უკეთესი ცხოვრებისათვის ხელშეწყობის წინაპირობა. მისი განხორციელება ხელს უწყობს განვითარების საერთო გეგმების მიღწევას, სამომავლო ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური ხარჯების შემცირებას, ეკონომიკური კონკურენციის გაძლიერებას და სიღარიბის შემცირებას.

ამჟამად იზრდება ბუნებრივი რესურსების მოხმარება, განსაკუთრებით აღმოსავლეთ აზიაში. ქვეყნები ასევე აგრძელებენ პრობლემების მოგვარებას ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაბინძურებასთან დაკავშირებით.

მას შემდეგ, რაც მდგრადი მოხმარება და წარმოება მიზნად ისახავს “ნაკლებით მეტის და უკეთესად კეთებას“, ცხოვრების დონის ამაღლება შეიძლება მიღწეული იქნეს სიცოცხლის მთელი ციკლის განმავლობაში რესურსების გამოყენების, დეგრადაციის და დაბინძურების შემცირების ფონზე.  ამასთანავე, ყურადღება უნდა მიექცეს მიწოდების მთელ ჯაჭვს მწარმოებლიდან საბოლოო მომხმარებლის ჩათვლით. აღნიშნული მოიცავს მდგრადი მოხმარების და ცხოვრების სტილის შესახებ მომხმარებელთა ცოდნის ამაღლებას სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის, ეტიკეტების,  ადექვატური სტანდარტების, მდგრადი სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების და სხვათა მეშვეობით.

ქვემიზნები:

  • ყველა ქვეყნის ჩართულობით, განვითარებული ქვეყნების ხელმძღვანელობითა და განვითარებადი ქვეყნების შესაძლებლობების გათვალისწინებით, მდგრადი მოხმარებისა და წარმოების 10 წლიანი გეგმის დანერგვა
  • 2030 წლისთვის ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვისა და ეფექტური გამოყენების მიღწევა
  • 2030 წლისთვის, განახევრდეს ერთ სულ მოსახლეზე კვების დანაკარგი, როგორც საცალო ასევე, სამომხმარებლო დონეზე; შემცირდეს წარმოების, მოსავლის შემდგომი და მიწოდების პროცესში საკვების დანაკარგების მოცულობა
  • 2020 წლისთვის მიღწეულ იქნეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი გარემოსთვის არასაზიანო ქიმიური ნივთიერებებისა და ნარჩენების მართვის პროცესი; მნიშვნელოვნად შემცირდეს მათი ჰაერში, წყალსა და ნიადაგში გავრცელება, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ადამიანთა ჯანმრთელობასა და გარემოზე მათი ნეგატიური ზეგავლენა
  • 2030 წლისთვის მნიშვნელოვნად შემცირდეს ნარჩენების მოცულობა, მათი წარმოქმნის პრევენციის, გადამუშავებისა და ხელახალი გამოყენების მეშვეობით
  • მსხვილი და ტრანსნაციონალური კომპანიების წახალისება, რომ დაამკვიდრონ მდგრადობაზე ორიენტირებული პრაქტიკა და მდგრადობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება ანგარიშგების ეტაპზე
  • მდგრადობაზე ორიენტირებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეწყობა ეროვნული პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესაბამისად
  • 2030 წლისთვის, ნებისმიერ ადგილას მყოფი ადამიანებისთვის შესაბამისი ინფორმაციისა და ცოდნის უზრუნველყოფა მდგრადი განვითარების და ბუნებასთან ჰარმონიული ცხოვრების წესის შესახებ
  • განვითარებადი ქვეყნების მხარდასაჭერა, რომ გააძლიერონ თავიანთი სამეცნიერო და ტექნოლოგიური შესაძლებლობები მდგრადობაზე ორიენტირებული მოხმარებისა და წარმოების პრაქტიკების დანერგვის მიზნით
  • მდგრადი განვითარების ეფექტის მონიტორინგის ინსტრუმენტების შემუშავება და დანერგვა ტურიზმზე გავლენის შესაფასებლად, რაც ქმნის სამუშაო ადგილებს და ზრდის ცნობადობას ადგილობრივი კულტურისა და პროდუქტების მიმართულებით
  • წიაღისეულის ისეთი არაეფექტური სუბსიდიების შემცირება, რაც ხელს უწყობს დანაკარგიან მოხმარებას ეროვნული გარემოებების გათვალისწინებით; ასევე, საგადასახადო სისტემის რესტრუქტურიზაცია და ისეთი სუბსიდიების გაუქმება, რასაც ზიანი მოაქვს გარემოსთვის. აღნიშნულ პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნეს  განვითარებადი ქვეყნების კონკრეტული საჭიროებები და უზრუნველყოფილი იქნეს მათ განვითარებაზე შესაძლო უარყოფითი ზეგავლენის მინიმიზაცია, ღარიბი და დაზარალებული თემების დაცვის მიზნით

იმისათვის, რომ იხილოთ ყველა მდგრადი განვითარების მიზანი, ეწვიეთ ამ ბმულს.


წყარო: https://www.un.org/sustainabledevelopment/sustainable-consumption-production/

თამარ მაზმიშვილი

თამარი არის იურისტი 5+ წლიანი გამოცდილებით საერთაშორისო კომპანიებსა და ორგანიზაციებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *