ველოსიპედი

მდგრადი ტრანსპორტი — რჩევები


იხილეთ სტატია „მდგრადი ტრანსპორტი — რჩევები“ და გაიგეთ, როგორ გახადოთ თქვენი მგზავრობა უსაფრთხო მთლიანად პლანეტისთვის.


ველოსიპედი

იმგზავრე ველოსიპედით

ველოსიპედით მგზავრობა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, სასიამოვნო პროცესი და მდგრადი ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. შესაბამის მანძილზე ველოსიპედით მგზავრობა შეამცირებს თქვენს ნახშირბადის ნაკვალევს და ამასთან, საწვავის და სხვა ტრანსპორტის ფასების გათვალისწინებით, ბევრად იაფია.


მოგზაურობა მეგობრებთან

იმგზავრე და იმოგზაურე სხვებთან ერთად

ერთი ტრანსპორტით მგზავრობა მნიშვნელოვნად ამცირებს უარყოფით გავლენას. გარდა ამისა, გამოიყენეთ საზოგადოებრივი ტრანპორტი, რომლის საერთო ეფექტიანობაც, კერძო ტრანსპორტთან შედარებით, ბევრად მაღალია.


თვითმფრინავი ფრენა

იფრინე ნაკლები

თვითმფრინავების ნახშირბადის ნაკვალევი ძალიან მაღალია. მომდევნო დეკადებში ფრენათა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც ჩვენი გაზრდილი მოთხოვნით იქნება გამოწვეული და შედეგად, მეტი სათბური აირი გაიფრქვევა ატმოსფეროში. თუ არის საშუალება, ჩაანაცვლეთ ფრენა სხვა საშუალებით.


ეკო-მეგობრული მანქანა

ეკო-მეგობრული მანქანები

თუ ახალი მანქანის შეძენას გადაწყვეტთ, აირჩიეთ საწვავეფექტიანი ტრანსპორტი. უკეთესია ისეთი ტრანსპორტი, რომელიც ნაკლებ საწვავს მოიხმარს, ნაკლები გამონაბოლქვი აქვს, ან ალტერნატიულ ენერგიას იყენებს.


ბიოსაწვავი

გამოიყენე ბიოსაწვავი

დღეს მსოფლიო აქტიურად მუშაობს სხვადასხვა განახლებად ენერგიაზე დაფუძნებულ ბიოსაწვავზე, რომელიც გარემოს ნაკლებად აზიანებს და არც ზედმეტად ძვირია. მთავარია არსებობდეს მოთხოვნა. აირჩიეთ ბიოსაწვავზე მომუშავე ტრანსპორტი, თუ ამის საშუალება არსებობს.


ტვირთმზიდი გემი

აირჩიე სწორი ტვირთმზიდი

ტვირთის გადაზიდვის ყველა მეთოდს თანაბარი უარყოფითი გავლენა არ აქვს. როგორც წესი, თვითმფრინავით გადაზიდვა მეტი სათბური აირების გაფრქვევას იწვევს, ვიდრე წყლის ტრანსპორტი. მატარებელი მეტად ეფექტიანია, ვიდრე მანქანით გადაზიდვა და ა.შ. კარგად დაფიქრდით, სანამ რაიმე ტვირთის გადაზიდვის საშუალებას აირჩევთ.



სტატიის „მდგრადი ტრანსპორტი — რჩევები“ იდეური წყაროა: econation.co.nz.

ბექა ბაიაშვილი

ბექა ბაიაშვილი

პლატფორმა sustainability.ge-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტექნიკური მენეჯერი, რედაქტორი და სტატიების ავტორი. მკვლევარი საქართველოს მდგრადი განვითარების ინსტიტუტში. ეკონომიკის ბაკალავრი. თსუ-ის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami