მდგრადი განვითარების მიზანი 13

მდგრადი განვითარების მიზანი 13: კლიმატის მდგრადობის მიღწევა

იხილეთ მიზანი „კლიმატის მდგრადობის მიღწევა“.


ამჟამად კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს ყველა კონტინენტზე არსებულ ყველა ქვეყანაზე. ის აფერხებს ეროვნულ ეკონომიკას და გავლენას ახდენს სიცოცხლეზე, საზოგადოებაზე, რაც ქვეყნებს ძვირი უჯდებათ და უფრო ძვირი დაუჯდებათ. იცვლება ამინდი, ხდება ზღვის დონის მატება, ამინდი უფრო ექსტრემალური ხდება და სათბურებიდან გამოყოფილი გაზების ემისიები ისტორიაში მათ უმაღლეს დონეზეა.
მოქმედების გარეშე, მიმდინარე საუკუნეში  დედამიწის საშუალო ზედაპირის ტემპერატურა, სავარაუდოდ, გადააჭარბებს 3 გრადუსს. აღნიშნულით ყველაზე ღარიბი და  დაუცველი ხალხი ზარალდება.

იმისათვის, რათა ქვეყნები წინ წავიდნენ და შექმნან უფრო გამძლე და „სუფთა“ ეკონომიკა, მასშტაბური გადაწყვეტები მიღებულია. ცვლილების ტემპი სწრაფია, რადგან უფრო მეტი ადამიანი ცდილობს განახლებადი ენერგიის გამოყენებას და სხვა ისეთი ზომების მიღებას, რაც შეამცირებს ემისიას. ამასთან, კლიმატის ცვლილება არის გლობალური გამოწვევა, რომელიც არ სცემს პატივს ეროვნულ საზღვრებს. ეს არის საკითხი, რომელიც მოითხოვს გადაწყვეტილებებს საერთაშორისო დონეზე, რათა მოხდეს განვითარებადი ქვეყნების დახმარება ისეთი ეკონომიკის შესაქმნელად, რაც ნახშირბადის შემცირებულ ემისიასთან იქნება  დაკავშირებული.

კლიმატის ცვლილების საფრთხეზე გლობალური რეაგირების გასაძლიერებლად, ქვეყნებმა მიიღეს პარიზის ხელშეკრულება (COP21), რომელიც ძალაში შევიდა 2016 წლის ნოემბერში. ხელშეკრულებით ყველა ქვეყანა შეთანხმდა, რომ იმუშავებენ იმისათვის, რათა შეაჩერონ გლობალური ტემპერატურის მომატება 2 გრადუსზე ქვემოთ. 2018 წლის აპრილის მდგომარეობით, 175-მა მხარემ მოახდინა პარიზის ხელშეკრულების რატიფიკაცია, ხოლო კლიმატის ცვლილებებზე რეაგირებისთვის 10-მა განვითარებულმა ქვეყანამ წარადგინა ეროვნული ადაპტაციის გეგმა.

ქვემიზნები:

  • კლიმატთან დაკავშირებული საფრთხეებისა და სტიქიური უბედურებების მიმართ მდგრადობისა გაძლიერება ყველა ქვეყანაში
  • კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ზომების ინტეგრირება ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტებში, სტრატეგიებსა და გეგმებში
  • განათლების გაუმჯობესება, ცნობიერების ამაღლება და ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების ზრდა კლიმატის ცვლილების შემარბილებელი, ზემოქმედების შემცირებისა და წინასწარი გაფრთხილების მიმართულებით
  • კლიმატის ცვლილების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციასთან დაკავშირებით, 2020 წლისთვის ყოველწლიურად 100 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზება, რაც მიმართული იქნება განვითარებად ქვეყნებში კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელების მიზნით; ასევე, მწვანე კლიმატის ფონდის სრული რეალიზაცია
  • კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული დაგეგმვისა და მართვის მიმართულებით შესაძლებლობების ზრდის მექანიზმების შემუშავება ნაკლებად განვითარებულ და მცირე კუნძულოვან განვითარებად ქვეყნებში; განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს ქალებზე, ახალგაზრდობასა და ადგილობრივ და მარგინალიზებულ მოსახლეობაზე

იმისათვის, რომ მიზნის „კლიმატის მდგრადობის მიღწევა“ შემდეგ იხილოთ ყველა მდგრადი განვითარების მიზანი, ეწვიეთ ამ ბმულს.


წყარო: https://www.un.org/sustainabledevelopment/climate-change/

თამარ მაზმიშვილი

თამარ მაზმიშვილი

თამარი არის იურისტი 5+ წლიანი გამოცდილებით საერთაშორისო კომპანიებსა და ორგანიზაციებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami