მდგრადი განვითარების მიზანი 1

მდგრადი განვითარების მიზანი 1: სიღარიბის აღმოფხრა

იხილეთ მდგარდი განვითარების მიზანი „სიღარიბის აღმოფხრა“.


მსოფლიოს მოსახლეობის 10%, ანუ 700 მილიონზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ ექსტრემალურ სიღარიბეში ცხოვრობს და უჭირს პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მათ შორის როგორიცაა ჯანმრთელობა, განათლება, წყალსა და სანიტარიაზე წვდომა. საბ-საჰარის მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს დღეში 1.90 დოლარზე ნაკლები შემოსავლით. მსოფლიოს მასშტაბით სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სიღარიბის დონე 17.2 %-ია, რაც სამჯერ მაღალია ვიდრე ქალაქში მცხოვრებთა.

სამსახურის ქონა არ უზრუნველყოფს ღირსეულ ცხოვრების პირობებს. ფაქტია, რომ 2018 წელს დასაქმებულთა 8% და მათი ოჯახები ცხოვრობდნენ ექსტრემალურ სიღარიბეში. სიღარიბე არაპროპორციულად გავლენას ახდენს ბავშვებზე. ყოველი მეხუთე ბავშვი ცხოვრობს ექსტრემალურ სიღარიბეში. ბავშვებისა და სხვა მოწყვლადი ჯგიფებისთვს სოციალური დაცვის უზრუნველყოფა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სიღარიბის შესამცირებლად.

სიღარიბეს მრავალი საზომი აქვს, მაგრამ მისი გამომწვევი ძირითადად არის უმუშევრობა, სოციალური დისტანცირება, ასევე მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მაღალი დაუცველობა სხვადასხვა კატასტროფებისგან, დაავადებებისგან და სხვა მიზეზებისგან რაც მათ ხელს უშლით იყვნენ პროდუქტიულები. ზრდადი უთანასწორობა აზიარებს ეკონომიკურ ზრდას და ძირს უთხრის სოციალურ ერთობას, ზრდის პოლიტიკურ და სოციალურ დაძაბულობას, და ზოგიერთ შემთხვევაში არასტაბილურობასა და კონფლიქტს წარმოშობს.

ქვემიზნები მიზსნისთვის „სიღარიბის აღმოფხრა“:
  1. 2030 წლისთვის მთელს მსოფლიოში  აღმოიფრქვას ექსტრემალური სიღარიბე, რომელიც განისაზღვრება როგორც ადამიანთა ცხოვება დღეში 1.25 დოლარზე ნაკლები რესურსით.
  2. 2030 წლისთვის სულ მცირე განახევრდეს სიღარიბეში მცხოვრები ყველა ასაკის კაცის, ქალის და ბავშვის რაოდენობა
  3. შეიქმნას შესაბამისი ნაციონალური სოციალური დაცვის სისტემა ყველასთვის, მათ შორის მინიმალური სოციალური უფლებები, და 2030 წლამდე ფაქტიურად სრულად მოიცვას სიღარიბეში მყოფი და მოწყვლადი ჯგუფები
  4. 2030 წლამდე უზრუნველყოს ყველა ქალისა და მამაკაცის (განსაკუთრებით სიღარიბეში მყოფი და მოწყვლადი ჯგუფები) თანაბარი უფლება ჰქონდეთ წვდომა ეკონომიკურ რესურსებზე, ისევე როგორც ელემენტარულ სერვისებზე, მიწისა და სხვა უძრავი ქონების საკუთრებასა და მართვაზე, მემკვიდრეობაზე, ბუნებრივ რესურსებზე, შესაბამის ახალ ტექნოლოგიებზე და ფინანსურ რესურსებზე, მათ შორის მიკროფინანსებზე
  5. 2030 წლისთვის გააძლიერდეს სიღარიბეში მცხოვრებთა და მოწვლადი ჯგუფების მედგრობა და შემცირდეს მათი დაუცველობა კლიმატისგან გამოწვეული კატასტროფებისგან და სხვა ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი შოკებისა და უბედური შემთხვევებისგან
  1. A მოხდეს სხვადასხვა წყაროებიდან რესურსების მობილიზება რათა განვითარებად ქვეყნებს ჰქონდეთ ადეკვატური და პროგნოზირებადი რესურსების წყაროები, განსაკუთრებით ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს საშუალება ჰქონდეთ განახორციელონ პროგრამები და პოლიტიკა რათა აღმოფხვრან ყველა ფორმის სიღარიბე.
  2. B შეიქმნას პოლიტიკის ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო ჩარჩო სიღარიბეში მცხოვრებ მოსახლეობასა და გენდერულად სენსიტიურ განვითარების სტრატეგიის გათვალისწინებით, რათა მოხდეს ინვესტიციების დაჩქარება სიღარიბის აღმოფხრვის ქმედებებში.

იმისათვის, რომ იხილოთ ყველა მდგრადი განვითარების მიზანი, ეწვიეთ ამ ბმულს.


წყარო: https://www.un.org/sustainabledevelopment/poverty/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami