Levan Pangani ლევან ფანგანი

ლევან ფანგანი

დამფუძნებელი და ხელმძღვანელი

ლევან ფანგანი, sustainability.ge პლატფორმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ასევე სისტემური ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია GEC-ს აღმასრულებელი დირექტორი. მას აქვს 10 წლიანი მენეჯერული გამოცდილება  მდგრადი განვითარების სფეროში.

ლევან ფანგანი 2016 – 2018 წლებში იყო საერთაშორისო ორგანიზაცია, oikos-ის გლობალური პრეზიდენტი, ხელმძღვანელობდა ცენტრალურ ოფისს შვეიცარიაში. აღსანიშნავია, რომ oikos International-ი 1987 წლიდან მდგრადი განვითარების საკითხებზე მუშაობს და აქვს 50-ზე მეტი წარმომადგენლობა მსოფლიო მაშტაბით.

იგი ასევე იყო გაეროს ქვე-ორგანიზაციის  UN PRME-ის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი 2016 – 2018 წლებში.

ლევანი 2012 – 2016 წლებში იყო oikos International-ის დირექტორთა საბჭოს წევრი  და ხელმძღვანელობდა ორგანიზაციის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლობებს. ლევანმა 2010 წელს დააფუძნა oikos-ის ადგილობრივი წარმომადგენლობა საქართველოში, სადაც 2016 წლამდე იყო პრეზიდენტი.

გარდა მდგრადი განვითარების საკითხებისა, ლევან ფანგანი ხელმძღვანელობდა რამდენიმე ადგილობრივ ორგანიზაციას. 2019 – 2020 წლებში იგი კოორდინაციას უწევდა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივ პროგრამას, რომელიც დაკავშირებულია სამეცნიერო ინოვაციების კომერციალიზაციასთან. 

ლევანი მონაწილეობდა და მომხსენებელი იყო მდგრადი განვითარების 100-ზე მეტ კონფერენციაზე, 40-ზე მეტ ქვეყანაში.


იხილეთ ჩვენს პლატფორმაზე განთავსებული მისი სტატიები

Close Bitnami banner
Bitnami