თამარ გველესიანი

ავტორი

თამარ გველესიანს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, ამჟამად არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის მიმართულებით. ამასთან, 2011-2015 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით. 2017 წლიდან კი ირიცხება ამავე ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე – კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვეობა.

თამარ გველესიანმა 2015 წელს საბაკალავრო ნაშრომი დაიცვა თემაზე -„ეკოლოგიური ხელოვნება, როგორც ეკოლოგიური კრიზისის დაძლევის გზა“ (საბაკალვრო ნაშრომის ხელმძღვანელი თსუ პროფესორი, ხელოვნებათმცოდნე მაია ციციშვილი). ამჟამად კი აგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით და მისი  სამაგისტრო ნაშრომიც აღნიშნულ თემატიკას შეეხება (სამაგისტრო ნაშრომის სავარაუდო სახელწოდებაა „ეკოლოგიური ხელოვნება და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში“).

თამარ გველესიანი აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, კონკურსებში, უნივერსიტეტების მასშტაბით განხორციელებულ სხვადასხვა სახის აქტივობებში. იგი არის გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) საზაფხულო პროგრამის ორგზის სტიპენდიანტი (2014, 2018 წწ); ასევე გახდა ინდოეთის, ქალაქ შარდას უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული გაცვლითი პროგრამის კულტურული გამოცდილების ორკვირიანი პროგრამა ინდოეთში, ხოლო 2012 წელს მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის განვითარების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში (სლოგანი საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარებისათვის), სადაც გაიმარჯვა მისმა ინგლისურენოვანმა სლოგანმა  – „Georgian Wine – Taste of Life!“


იხილეთ ჩვენს პლატფორმაზე განთავსებული მისი სტატიები

Close Bitnami banner
Bitnami