მიგრაცია

« Back to Glossary Index

ინგლ. Migration – ლათინური სიტყვა, ნიშნავს ქვეყნის შიგნით ან ქვეყნებს შორის მოსახლეობის გადაადგილებას საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მიზნით. მიგრაციის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს როგორც რელიგიური, სოციალურ-კულტურული, ბუნებრივ-ეკოლოგიური მდგომარეობა, ისე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, უკეთესი ეკონომიკური პერსპექტივები და პოლიტიკური დაცულობა.

არსებობს მიგრაციის ორი ფორმა: შიდა და გარე ანუ საერთაშორისო მიგრაცია. ხოლო ხანგრძლივობის მიხედვით განასხვავებენ დროებით, სეზონურ, ქანქარისებურ და მუდმივ მიგრაციებს.

წყარო: მიგრაციის სახელმძღვანელო ; ცნობარი არალეგალური მიგრაციის შესახებ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის დეპარტამენტი (2016წ)

« ლექსიკონში დაბრუნება

მერი თინიკაშვილი

მერი თინიკაშვილი

მერი თინიკაშვილმა 2021 წლის ივლისში დაამთავრა ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტის რეგიონალური და გარემოს ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა. ბაკალავრის საფეხურზე კი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებაზე. მერის ინტერესის სფეროა გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება.

Close Bitnami banner
Bitnami