კოლექტიური ცნობიერება

« Back to Glossary Index

ინგლ.: Collective consciousness
საზოგადოების სულიერი ერთობა, რომელიც არ არის ინდივიდუალური ცნობიერებათა უბრალო ჯამი; კ.ც. არსებობს ინდივიდუუმებისგან დამოუკიდებლად; სოციალური ფაქტების (ადათები, მორალი, სამართალი, ტრადიციები, ცოდნა და ა.შ.) სახით უძლიერეს გავლენას ახდენს ინდივიდის ცნობიერებაზე. კ.ც. ქმნის მაიძულებელ მორალურ–საზოგადოებრივ გარემოს ქცევისა და აზროვნების ამ საზოგადოებაში გავრცელებული წესების მისაღებად. კ.ც–ის ფორმებია კოლექტიური წარმოდგენები, კოლექტიური გრძნობები. ისინი ყალიბდება ინდივიდებისათვის საერთო გრძნობების, რწმენებისა და ღირებულებების საფუძველზე და ტრადიციულ საზოგადოებებში სოციალური წესრიგის საფუძველია.

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004

« ლექსიკონში დაბრუნება

გვანცა ლომიძე

გვანცა ლომიძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი.

Close Bitnami banner
Bitnami