გარემოსდაცვითი განათლების ფონდი

« Back to Glossary Index

ინგ. Foundation for Environmental Education (FEE)

საერთაშორისო არაკომერციული გარემოსდაცვითი ორგანიზაცია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობს პარტნიორებთან, რათა განახორციელოს გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელი ხუთი საგანმანათლებლო პროგრამა:

-ლურჯი დროშა

-მწვანე გასაღები

-ეკოსკოლები

-ახალგაზრდა რეპორტიორები გარემოს დაცვისთვის

-სატყეო პროგრამა – LEAF (შევიტყოთ ტყეების შესახებ)  

საქართველოში ეკოსკოლების პროგრამას წარმოადგენს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, რომელიც 2020 წელს გახდა გარემოსდაცვითი განათლების ფონდის (FEE) ასოცირებული წევრი და ეკოსკოლების პროგრამის წარმომადგენელი ეროვნულ დონეზე.

წყარო: ეკოსკოლების პროგრამის გზამკვლევი (Eco-schools Georgia)

https://www.ecolog.online/

« ლექსიკონში დაბრუნება

მერი თინიკაშვილი

მერი თინიკაშვილი

მერი თინიკაშვილმა 2021 წლის ივლისში დაამთავრა ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტის რეგიონალური და გარემოს ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა. ბაკალავრის საფეხურზე კი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებაზე. მერის ინტერესის სფეროა გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება.

Close Bitnami banner
Bitnami