წყალარინება

« ლექსიკონში დაბრუნება

ინგლ.: Sewage

ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ ჩაშვებული ჩამდინარე წყლების მიღებას, გატარებასა და გამწმენდი ნაგებობისთვის მიწოდებას.

თბილისის წყალარინების (კანალიზაცია) ქსელების მშენებლობა 1835 წელს დაიწყო. დღეისთვის, თბილისის წყალარინების სისტემა თვითდინებით მუშაობს. ქსელების საერთო სიგრძე შეადგენს 1600 კმ-ს:

  • 1000 კმ – ქუჩის ქსელი
  • 600 კმ – შიდაკვარტალური და ეზოს ქსელები.

მთავარი გამყვანი კოლექტორის სიგრძე 72 კმ-ია. მისი საშუალებით ჩამდინარე წყლები გარდაბნის გამწმენდ ნაგებობამდე მიდის. მთავარ გამყვან კოლექტორზე ფუნქციონირებს 42 გამყოფი საკანი.

მტკვარზე მოწყობილია 5 დიუკერი – ავჭალის, დიდუბის, მეტეხის, მდ. გლდანულასა და მდ. დიღმულას.

გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის წარმადობაა 1,0 მლნ. მ3 დღ/ღ-ში.

წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4306275?publication=0

https://www.gwp.ge/ka/wyalarineba

« ლექსიკონში დაბრუნება

გვანცა ლომიძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი.