ქარის ენერგია

« ლექსიკონში დაბრუნება

ინგლ.: Wind energy

ძლიერი ქარისგან გამოწვეული მოძრაობით მიღებული ენერგია. ქარის კინეტიკური ენერგია მბრუნავი პროპერელების მეშვეობით გროვდება ტურბინებში, რომელიც შემდეგ ელექტრო ენერგიად გადაიქცევა. ქარის ენერგია სუფთა, განახლებადი ენერგიის წყაროა, რომელიც უხვადაა ქარიან ადგილებში. ქარის დიდი ელექტროსადგურები (ქარის ფერმები) ხშირად ქალაქგარეთაა განლაგებული, რადგან ისინი ხმაურიანობით ხასიათდებიან. უარყოფით მხარეებს რაც შეეხება, მოითხოვს დიდ ტერიტორიას, მათი არსებობა საფრთხილოა ფრინველთა გადაფრენის ზონებში, ასევე, აფერხებს ტელე-რადიო სიგნალებს.

წყარო: https://www.bu.edu.

http://www.eiec.gov.ge

« ლექსიკონში დაბრუნება

გვანცა ლომიძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი.