საექსპორტო სუბსიდიები

« ლექსიკონში დაბრუნება

ინგლ.: Export subsidies

მთავრობის მიერ ზოგიერთი ბენეფიციარი სუბიექტის ან სუბიექტებისთვის დახმარების გაცემა საექსპორტო მიზნების მისაღწევად. საექსპორტო სუბსიდირება შეიძლება გულისხმობდეს პირადპირ ფულად დახმარებას ფირმისთვის, ინდუსტრიისთვის, გარკვეული სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმოებისთვის და ა.შ, რათა მიღწეულ იქნეს გარკვეული სახის საექსპორტო საქმიანობა. გარდა ამისა, საექსპორტო სუბსიდირებაში შეიძლება შედიოდეს დაბალი ღირებულების საექსპორტო სესხები, იმპორტირებულ ნედლეულზე ფასდაკლება და საგადასახადო შეღავათები, როგორიცაა ნედლეულის უბაჟო იმპორტი. ასევე, შეიძლება წარმოდგენილი იყოს მთავრობის მიერ დაფინანსებული მარკეტინგის ფორმით. სუბსიდიების უმრავლესობა არსებობდა სოფლის მეურნეობის სფეროში.

წყარო: https://sdgpulse.unctad.org/glossary/

« ლექსიკონში დაბრუნება

გვანცა ლომიძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი.