მანგროვი

« ლექსიკონში დაბრუნება

ინგლ.: Mangrove forest

 აგრეთვე, ცნობილია, როგორც მანგროვული ტყე. ტანდაბალი მარადმწვანე ტყე, ტალღებისაგან დაცულ ლამიან ტროპიკულ სანაპიროზე, რომელიც მხოლოდ ზღვის მოქცევისას იფარება წყლით. მანგროვები უაღრესად მნიშვნელოვანია სანაპირო ეკოსისტემებისთვის, სადაც ისინი ბინადრობენ. ისინი წარმოადგენენ ბუფერებს საზღვაო და სახმელეთო ტერიტორიებს შორის და იცავენ სანაპირო ზოლს ქარის, ტალღების და წყალდიდობისგან.

წყარო: https://www.britannica.com/plant/mangrove

« ლექსიკონში დაბრუნება

გვანცა ლომიძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი.