ექსპანსიური ნიადაგები

« ლექსიკონში დაბრუნება

ინგლ.: Expansive Soils

ნიადაგები, რომლებსაც აქვთ შეკუმშვის და/ან გაფართოების უნარი, შესაბამისად, იცვლიან მოცულობას, რაც გამოწვეულია მათი ტენიანობის ცვლილებით. ისინი, როგორც წესი, შეიცავენ თიხის გარკვეულ მინერალებს, როგორებიცაა სმექტიტი და ვერმიკულიტი. მათ შეუძლიათ წყლის შთანთქმა და მოცულობაში გაზრდა, ხოლო გაშრობის შემდგომ, მოცულობაში შემცირება. რაც უფრო მეტ წყალს შთანთქავენ, მით უფრო იზრდება მათი მოცულობა.

წყარო: https://link.springer.com

« ლექსიკონში დაბრუნება

გვანცა ლომიძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი.