ანტიკონკურენციული ქცევა

« ლექსიკონში დაბრუნება

ინგლ.: anti-competitive behavior

ორგანიზაციის ან დასაქმებულების ქცევა, რომლის მიზანია, პოტენციურ კონკურენტებთან შეთანხმებული მუშაობა საბაზრო კონკურენციის გავლენის შესამცირებლად.

ანტიკონკურენციული ქცევის მაგალითებია: შესყიდვის, გაყიდვის ფასების ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება), წარმოების, ბაზრების, ტექნიკური განვითარების ან ინვესტიციების შეზღუდვა, გეოგრაფიული კვოტების დაწესება, ბაზრების განაწილება და სხვა.

წყარო: Global Sustainability Standards Board (2020), “GRI STANDARDS GLOSSARY”, https://www.globalreporting.org/standards/media/2594/gri-standard-glossary-2020.pdf

« ლექსიკონში დაბრუნება

გვანცა ლომიძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი.