გახდი საზრიანი სისტემასთან ერთად – 4/7 დონატის ეკონომიკა

ქეით რავორთი თავის წიგნში “დონატის ეკონომიკა” საუბრობს 7 ძირითად პრინციპზე თუ როგორ უნდა იფიქროთ როგორც 21-ე საუკუნის ეკონომისტმა, რომელთაგან  მეოთხე არის: “გახდი საზრიანი სისტემასთან ერთად”.

შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო ჩვენ მიერ თარგმნილი ქართული სუბტიტრებით, ან გაეცნოთ მოკლე შინაარსს ტექსტის სახით.

“მე-19-ე საუკუნეში, მოწადინებულ ეკონომისტთა ჯგუფს სურდა ეკონომიკა ექციათ როგორც მეცნიერება ისეთივე პატივსაცემი როგორც ფიზიკა.

ნიუტონის მოძრაობის კანონით შთაგონებულნი, რომლიც ასე ზედმიწევნით აღწერს პლანეტების მოძრაობას, ეკონომისტები ეძებდნენ ეკონომიკურ კანონებს, რომლებიც აღწერდნენ ბაზრის მოძრაობას.

მაგრამ მცდელობის მიუხედავად, მათი თეორია ექციათ მათემატიკად,  ისინი მივიდნენ მოდელებამდე, რომლებიც წონასწორობაზე იყო დაფუძნებული. მოდელებზე, რომლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა განეჭვრიტათ რეალური ეკონომიკის დინამიკა და მიეღოთ შესაბამისი ზომა.

ვერავინ ხედავდა, რომ კრიზისი ახლოვდებოდა. დროა თავი დავანებოთ ფიზიკასთან შეჯიბრს და ვაღიაროთ ეკონომიკის კომპლექსურობა, მისი სპირალური უკუკავშირი, მოულოდნელი ტრენდები და ცვლილებები.

ამ სისტემური ფიქრით, შევძლებთ დავიწყოთ ჩვენი სამყაროს აღქმა 1%-დან ეკოსისტემის კოლაფსამდე.

ამიტომ, 21-ე საუკუნის ეკონომისტები თავიან თავს ჩათვლიან არა ინჟინრებად, რომლებიც აკონტროლებენ ეკონომიკის მექანიზმს, არამედ მებაღეებად, რომლებიც ზრუნავენ და ეკონომიკას ცვლილებასთან ერთად მას ფორმას აძლევენ.

ასე, რომ თავიდან მოვიხსნათ ინჟინრის ჩაფხუტი და ჩავიცვათ მებაღის ხელთათმანები დროა სისტემასთან ერთად გავხდეთ საზრიანები! და კითხვა არის შემდეგი:

როგორ უნდა მოეწყოს აღნიშნული ეკონომიკური ბაღი?”


„გახდი საზრიანი სისტემასთან ერთად“ შვიდიდან მეოთხე პრინციპია. იხილეთ დანარჩენი პრინციპების ამსახველი ვიდეოები აღნიშნული წიგნის („დონატის ეკონომიკა“) მიხედვით:



იხილეთ მეტი ქეით რევართისა და დონატის ეკონომიკის შესახებ ვებ-გვერდზე: https://www.kateraworth.com/

ლევან ფანგანი

ლევან ფანგანი არის sustainability.ge პლატფორმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ასევე სისტემური ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია: GEC-ს აღმასრულებელი დირექტორი. ბოლო 10 წელია ლევანი აქტიურად მუშაობს მდგრადი განვითარების საკითხებზე. იყო მდგრად განვითარებაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია, oikos-ის გლობალური პრეზიდენტი და მოღვაწეობდა შვეიცარიაში. მას აქვს 9 წლიანი მენეჯერული გამოცდილება. ლევანი იყო გაეროს ქვე-ორგანიზაციის PRME-ის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ასევე რამდენიმე ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მონაწილეობდა და მომხსენებელი ყოფილა მდგრადი განვითარების 100-ზე მეტ კონფერენციაზე, 40-ზე მეტ ქვეყანაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami